Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონუჩი განცალკევებით ვარჯიშობს, რონალდუ გადამწყვეტ ტესტს ელოდება

იუვენტუსი ბარსელონასთან მატჩს დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემებით ხვდება. კიელინის და დე ლიხტის არყოფნის ფონზე, იუვენტუსს შესაძლოა ბარსასთან ბონუჩიც დააკლდეს.

ლეონარდომ ბარძაყის არეში ვერონასთან მატჩის დროს მცირე დისკომფორტი იგრძნო და მიუხედავად იმისა, რომ მას სერიოზული ტრავმა არ დაუდასტურდა, ის დღეს განცალკევებით ვარჯიშობდა და უცნობია, მოახერხებს თუ არა ის ხვალ თამაშს.

ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ხვალინდელ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც დღეს დილიტ კორონა ვირუსზე ტესტი ჩაიტარა და სწორედ მის პასუხზე იქნება დამოკიდებული, შედგება თუ არა რონალდუ – მესის კიდევ ერთი დუელი.