Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონუჩი:“ ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა“

ლეო ბონუჩიმ ბარსელონას დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ბარსელონაში ჩამოსვლა, კარის მშრალად შენახვა და 3 გოლის გატანა ნამდვილად აღსანიშნავი შედეგია.

„როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. ჩვენ ვალდებულებივიყავით, რომ გული და ხასიათი გვეჩვენებინა, რომელიც ტორინოსთან მატჩის მეორე ტაიმში გვქონდა.

„ჩვენ ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, რომ საკუთარ ძალებში რწმენა უფრო გაგვეღრმავებინა.

„როდესაც გუნდი ასეთი მონდომებით და მიდგომით თამაშობს და გუნდში ისეთი დიდებული ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა, გამორიცხული და შეუძლებელია არაფერია.

„დღეს შესანიშნავად ვითამაშეთ, ახლა კი ჩვენი მთელი ყურადღება სერია ა-ზე უნდა გადავიტანოთ და იგივე შემართებით ვითამაშოთ.

„გამარჯვება გარანტირებული არსად არ არის, ჩვენ ამისთვის ბევრი უდნა ვიშრომოთ. ვიცით, რომ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და ახლა ამის ჩვენება თითოეულ თამაშში გვსურს.“