Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი ინგლისის ‘დატროლვას’ განაგრძობს…

ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ აძურის ცენტრალურმა მცველმა ლეო ბონუჩიმ ინგლისს არაერთხელ ‘წაკბინა’ და ის როგორც ჩანს ჯერჯერობით გაჩერებას არ აპირებს.

იუვენტუსის უკანახაზელი მატჩის შემდეგ გაიძახოდა:“ თქვენ მეტი პასტა უდნა ჩამოთ, მეტი პასტა!“

ცოტა ხნის წინ ლეომ ტვიტერზე გამოაქვეყნა სურათი, რომელშიც ის და აძურის კაპიტანი ჯორჯო კიელინი პასტას ერთი თეფშიდან მიირთმევენ, წარწერით:“ ჩვენ პასტას ჭამას განვაგრძობთ… და თქვენ ?“