Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ ის სახლში, რომში მოდის!“

ლეო ბონუჩიმ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, რომელმაც საბოლოოდ აძურის ჩემპიონობა მოუტანა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დღეს თითოეული იტალიელის ოცნება ახდა და ამისთვის მადლობა პირველ რიგში მწვრთნელს, შემდეგ კი თითეულ ფეხბურთელს და ქომაგს ეკუთვნის.

„როდესაც ჩვენ სარდინიაზე შევიკრიბეთ, გუნდში ძალიან დიდი პოზიტივი იგრძნობოდა, ამით აქამდე ვერ დავიკვეხნიდით. ჩვენ ნელ-ნელა თავდაჯერებულობა შევიძინეთ, შევიძინეთ ერთიანობა და გუნდური სულისკვეთება, დღეს ჩვენ 3 წლის წინ დაწყებული პროგრესის საბოლოო წერტილი დავსვით, რამაც იტალიის ლეგენდებად გვაქცია.

„ეს უნიკალური გრძნობაა, იმის ხილვა, თუ როგორ ტოვებს 60,000 ქომაგი მოედანს მანამ, სანამ ჩვენ ტიტული ავწიეთ, ყველაფერს უფრო ღირებულს ხდის, ახლა თასი სახლში, რომში მიდის. მათ ეგონათ, რომ ის ლონდონში დარჩებოდა, მაგრამ იტალიამ კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაატარა.

„ჩვენ მატჩის დაწყებამდე ერთმანეთს ვუთხარით, რომ ტრიბუნებიდან მხოლოდ ხმაური მოდიოდა და მისთვის ყურადღება არ უნდა მიგვექცია. ჩვენ უკვე 34 მატჩია არ დავმარცხებულვართ და ჩვენ ტიტული დავიმსახურეთ.“