Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ იტალიამ ფინალის შემდეგ დაკარგული შიმშილი უნდა დაიბრუნოს“

რობერტო მანჩინის შემდეგ (იხილეთ აქ), ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის წინ გამართლ პრეს-კონფერენციაზე ლეონარდო ბონუჩიმაც ისაუბრა.

იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ ჟორჟინიოს ცუდი სერიის შემდეგ 11-მეტრიანების შესრულებას ბონუჩი ითავებდა, რაც იუვეს ფეხბურთელმა უარყო.

„ჟორჟინიომ კარიერაში უამრავი 11-მეტრიანი შეასრულა, მათ შორის ბევრი მნიშვნელოვანი. შეცდომები ყველას მოგვდის, მაგრამ ის პენალტების შემსრულებლად რჩება. ხვალ თუ 11-მეტრიანი დაინიშნა, მას მე არ შევასრულებ და თუ რაიმეს შეცვლა იქნება საჭირო, ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ.

„იტალიას რთულ და გადამწყვეტ მატჩებში ყოველთვის კარგი თამაში ახასიათებდა და ხვალ ეს თვისება აუცილებლად დაგვჭირდება. ვფიქრობ, რომ გუნდი მოედანზე კარგ მატჩს ჩაატარებს და სასურველ შედეგს მივიღებთ.

„იტალიამ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ გარკვეულწილად შიმშილი დაკარგა, მაგრამ ხვალ ჩვენ ეს გრძნობა უნდა დავიბრუნოთ და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ.“