Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ იტალიის ნაკრები მუნდიალზე აუცილებლად გავა“

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების უკანახაზელის ლეონარდო ბონუჩის თქმით, აძური 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს მუნდიალზე მოსახვედრად ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიის, შემდეგ კი პორტუალია-თურქეთის წყვილში გამარჯვებულის დამარცხება მოუწევს.

„მინდა ჩემს შვილებს, რომლებსაც იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე არასოდეს უნახავთ, საჩუქარი გავუკეთო და მათ მუნდიალზე თავიანთი ქვეყნის ხილვის საშუალება მივცე.

„დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჯგუფურ ეტაპზე დაშვებული შეცდომებისგან საჭირო დასკვნები გამოვიტანეთ და იტალია 2 შესანიშნავ შეხვედრას ჩაატარებს, რის შემდეგაც გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.“