Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონუჩი:“ იუვენტუსი შეხვედრას 90 წუთის განმავლობაში აკონტროლებდა“

ლეონარდო ბონუჩიმ მილანის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ატჩის მიმოხილვის და ფეხბურთელების შეფასებების სანახავად დააკლიკეთ აქ.

„ჩვენ აქ ჩამოვედით იმ აზრით, რომ ეს შეხვედრა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც საღამოს შედეგები გახდა ცნობილი.

„იუვემ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა და სტარტიდან ფინიშამდე ყველაფერს აკონტროლებდა. ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით და მეტოქეს ბევრის საშუალება არ მივეცით. ვიცოდით, რომ მილანი კონტრ-შეტევებზე ძალიან სახიფათო იქნებოდა, მარგამ ჩვენ სოლიდურად და გუნდურად ვითამაშეთ. ეს სწორედ ის შემართებაა, რომელიც მომდევნო შეხვედრებშიც უნდა შევინარჩუნოთ.

„ახლა ჩვენ მთელი ყურადღება სასუოლოსთან მატჩზე უნდა გადავიტანოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ. ყველაზე მეტად იუვენტუსს სტაბილური სვლა სჭირდება და ჩვენ ამას გავაკეთებთ.“