Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ კარიერაში ურთულესი მატჩი…“

ლეონარდო ბონუჩიმ ესპანეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი იყო. მინდა ესპანეთს მივულოცო, რადგან მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ იტალიამ თავისი გული და შემართება კიდევ ერთხელ გამოავლინა.

„გამარჯვება, რომლის მოპოვებაც ყველაზე რთულია, ამავდროულად ყველაზე ტკბილიც არის.

„ახლა ჩვენ მიზნამდე მხოლოდ ერთი სანტიმეტრი გვაშორებს. ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, უბრალოდ წარმოუდგენელია და ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩვენ ფინალში თამაშს მოვახერხებდით, მაგრამ აძურიმ შიმშილი და ბრძოლის სურვილი უნდა შეინარჩუნოს, ბოლომდე იბრძოლოს და ტიტული სახლში უდნა წავიღოთ.’