Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ კიელინის დავარწმუნებ, რომ მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს“

ლეონარდო ბონუჩიმ, რომელიც ფინალური მატჩის MVP გახდა, განაცხადა რომ ის კიელინის დარწმუნებას შეეცდება და ჯორჯო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

„ჩვენ დასასვენებლად ერთად მივდივართ და არ ინერვიულოთ, მას აუცილებლად დავითანხმებ და ჯორჯო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.“

ამ თემაზე კომენტარი კიელინიმაც გააკეთა.

„მე ისიც კი არ ვიცი, შევძლებ თუ არა ხვალ სიარულს, ამიტომ დამშვიდდით, მაგრამ ბონუჩი და დონარუმა იქ აუცილებლად იქნებიან.“