Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონუჩი:“ კიელინი და ვან დეიკი მსოფლიოში საუკეთესო მცველები არიან“

ორშაბათს, 22:45 საათზე იტალიის ეროვნული ნაკრები ნიდერლანდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი ლეონარდო ბონუჩიმ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში იტალიამ ბოსნიასთან 11-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და მატჩი ფრედ, 1 – 1 დაასრულა, ნიდერლანდელებმა კი პოლონეთის ნაკრები 1 – 0 დაამარცხეს.

„ნაკრებს 10 თვე არ ჰქონდა ნათამაშები და ბოსნიასთან მატჩში ეს კარგად გამოჩნდა. ფორმის დასაბრუნებლად გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება, თუმცა ჩვენ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველას დავანახეთ, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ჩვენს ნაკრებს.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება ვერ მოვიპოვეთ, ნაკრებში გამარჯვების სურვილმა და ენთუზიაზმმა კვლავ გამოიღვიძა და ჩვენ გამოწვევებისთვის მზად ვართ.

„ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და პირველ ტურში დაკარგული ქულების გამო პირველი ადგილის დაკავება ჯგუფში გაგვიჭირდება, თუმცა სტარტი არც გასულ სეზონში გვქონდა კარგი, მაგრამ ფინალთან ძალიან ახლოს მივედით.“

ხვალ ნიდერლანდის ნაკრებს ტრავმების გამო დე ლიხტი და დე ვრეი დააკლდებიან.

„ხვალ მაყურებელი ჯორჯო კიელინისა და ვირჯილ ვან დეიკის დუელს იხილავს, რომლებიც ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 5 მცველს შორის არიან.

„ვან დეიკმა პრემიერ ლიგაშიც და ნაკრებშიც დაამტკიცა, რომ ის Ballon d’Or-ის კალიბრის ფეხბურთელია, კიელინი კი ბოლო 15 წლის მანძილზე საუკეთესოთა შორის არის.

„ნიდერლანდელებს იტალიელებისგან განსხვავებული დაცვის სტილი აქვთ, ისინი უფრო ფიზიკურ ორთაბრძოლას ანიჭებენ უპირატესობას, ჩვენ კი ყურადღებას ტაქტიკაზე ვამახვილებთ…“

Leave a Reply

Your email address will not be published.