Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ კონტე – ანიელის დაპირისპირება ცუდი სანახავი იყო“

ლეონარდო ბონუჩიმ კოპა იტალიას განმეორებით ნახევარფინალში მომხრად ინციდენტზე ისაუბრა, რომლის დროსაც ანდრეა ანიელი და კონტე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ამ თემაზე დასამატებელი არაფერია, ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა. ეს ძალიან ცუდი სანახავი იყო, თუმცა ასეთი რაღაცეები ფეხბურთში ხდება ხოლმე.

„ჩვენ ყოველთვის მისაბაძი მაგალითები უნდა ვიყოთ, მაგრამ ზოგჯერ არის სიტუაციები, როდესაც თავის შეკავება შეუძლებელია.

„როდესაც შენ თამაშობ, გარშემო სიტუაციაზე ყურადღებას ვერ ამახვილებ და შესაძლოა რაღაც მომენტში ზედმეტად ემოციური გახდე.

„ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ სტადიონზე მაყურებლები არ არიან და თითოეული შენი სიტყვა მიკროფონებში მკაფიოდ ისმის.

„ჩვენ ადამიანები ვართ, ვცდილობთ რომ მისაბაძი მაგალითები ვიყოთ, მაგრამ ზოგჯერ სიტუაცია კონტროლს კარგავს. სავსე სტადიონის ფონზე ამ სიტყვებს ვერავინ შეამჩნევდა, ამიტომ ახლა უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუმცა ასეთი ინციდენტი ფეხბურთისთვის ახალი არ არის…“