Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ მომავალი დე ლიხტს ეკუთვნის“

ლეონარდო ბონუჩიმ, რომლისთვისაც ჩელსისთან გამართული მატჩი იუვენტუსის რიგებში 450-ე გამოდგა, შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ჩელსისთან მატჩში ჩვენ მოვახერხეთ და საჭირო მონდომება, მოტივაცია, გამარჯვების სურვილი და საკუთარ თავში რწმენა 95 წუთის განმავლობაში არ დავკარგეთ, რასაც ამ სეზონში ხშირად ვერ ვახერებდით.

„ჩვენ გვსურდა, რომ ევროპის ჩემპიონებისგან გოლი არ მიგვეღო და ამის გაკეთება მოვახერხეთ კიდეც, რაც ძალიან მნიშნელოვანია. ეს მატჩი არა გამონაკლისი, არამედ მაგალით უნდა გახდეს თითოეული ჩვენგანისთვის, თუ რა მოტივაციით და გუნდური სულით უნდა გავიდეთ მოედანზე.

„არის თუ არა ეს გამარჯვება ახალი დასაწყისი ? ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. ჩვენ გასული წლების განმავლობაში მატჩისადმი ასეთი დამოკიდებულება დავკარგეთ, ამის გარეშე კი წარმატების მიღწევა შეუძლებელი ხდება. ეს იყო დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში. უშეცდომო არავინ არის და ზოგჯერ ტექნიკურად ჩვენც შევცდებით, მაგრამ რაც მთავარია გუნდი მოედანზე ამ მენტალობით უნდა გავიდეს. ზოგ მატჩში გამარჯვებამ შესაძლოა გავლენა მთელს სეზონზე იქონიოს და ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მათგანი იყო.

„დე ლიხტი ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ჩვენ ეს უკვე დიდი ხანია ვიცით. მას რატომღაც ზედმეტი კრიტიკა ხვდება, რაც ფეხბურთელის კარიერის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ეს ყველას გამოუცდია. დე ლიხტი ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი ფეხბურთელია და მომავალი მისია.

„როგორ შევაფასებდი ჩემს თამაშს ? ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად ვითამაშე, ეს არის იმ რანგის თამაში, რომლებშიც მონაწილეობის მიღება მაქსიმალურად ხშირად მსურს. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სრულიად სხვა გამოცდილებაა, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც შენ ლიგის გამარჯვებულს უპირისპირდები.

„ახლა მთავარია, რომ ის მებრძოლი სული დავიბრუნოთ, რომლის წყალობითაც ჩვენ წლების განმავლობაში ვდომინირებდით და იქ დავბრუნდეთ, სადაც რეალურად ჩვენი ადგილია.

„ჩვენი ამბიციები ? ამბიცია არის ის, რომ ყლვედღე კარგი კაცები და ფეხბურთელები ვიყოთ იმის მიუხედავად, თუ რა მაისური გაცვია შენ.

„როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი იუვენტუსის მაისურს იცვამს, მას მხოლოდ ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს და ეს გამარჯვებაა, აქ სხვა ყველა შედეგი წარუმატებლობის ტოლფასია, რომელიც არავის აკმაყოფილებს.“