ბონუჩი:“ მსაჯი შეცდა, როდესაც გოლი გააუქმა…“
იუვენტუსის უკანახაზელმა ლეონარდო ბონუჩიმ სალერნიტანასთან მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არბიტრმა გოლის გაუქმებით შცდომა დაუშვა.
„გოლის გაუქმების მიზეზი იყო ის, რომ მე მომენტში მონაწილეობას ვიღებდი, მაგრამ სეპე ამ ბურთს ვერ აიღებდა, მე პოტენციურ სეივს ხელს არ ვუშლიდი, ამის გარდა კი ცხადია, რომ ანტონიო კანდრევა ჩემზე უკან იყო და თამაშგარე მდგომარეობა საერთოდ არ უნდა დაფიქსირებულიყო.
„მე არ ვიცი, განიხილეს თუ არა მსაჯებმა კანდრევას პოზიცია, მაგრამ ახლა ამას ვეღარ გავიგებთ და ამ თემაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.
„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, თუ ჩვენ ისე გავაგრძელებთ თამაშს, როგორც პირველ ნახევარში, შორს ვერ წავალთ, მეორე ტაიმში კი გუნდმა კარგი რეაგირება აჩვენა.
„გუნდში გენერაციის ცვლილება მოხდა და ყველას ჯერ არ ესმის, რას ნიშნავს ატარო იუვენტუსის მაისური. ჩვენ არ გვაქვს უფლება მოედანზე ჩვენი შესაძლებლობების 100 პროცენტზე ნაკლები ვაჩვენოთ, ახლა გუნდის პრობლემა მენტალიტეტია, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს.“