Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ ჟორჟინიო იტალიის 11-მეტრიანების შემსრულებლად რჩება“

ლეონარდო ბონუჩიმ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, რთული მატჩი გამოვიდა. პირველ ნახევარში ჩვენ რითმიდან ამოვარდნილები ვიყავით, მეორე ნახევარში კი უკეთ ვითამაშეთ და ვფიქრობ, რომ გამარჯვება გვეკუთვნოდა.

„ახლა სინანულის დრო არ არის, ჩვენ ბელფასტში გასამარჯვებლად უნდა ჩავიდეთ და სახლში მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ჩამოვიტანოთ.

„მართალია ირლანდიას მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წინ ურთულესი მატჩი გველოდება, ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაცია და გამარჯვებულის მენტალიტეტის გამოვლენა მოგვიწევს.

„ჟორჟინიოს გაცუდებული 11-მეტრიანი ? ის იტალიის ნაკრების პენალტების შემსრულებელია და ასე დარჩება. 4 თვის წინ მან გადამწყვეტი 11-მეტრიანის გატანით ფინალში გაგვიყვანა. შეცდომას ყველა უშვებს, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ და ბელფასტში დაწყებული საქმე დავასრულოთ.“