Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ რონალდუ ძალიან მონდომებულია“

ლეონარდო ბონუჩიმ პორტუსთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

იუვენტუსი პორტუს საკუთარ მოედანზე ხვალ დაუპირისპირდება და შეეცდება, რომ პირველ წრეში განცდილი მარცხის (2 – 1) შემდეგ გამარჯვება მოიპოვოს.

„ჩვენ მოედანზე იუვენტუსის შესაბამისი სულით, მონდომებით და პატივისცემით გავალთ. ვიცით, რომ თავგანწირვის შემთხვევაში სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.

„ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ და გოლის გატანა ზედმეტად არ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ ერთი გოლი გვჭირდება, რომლის გატანაც თამაშის მსვლელობისას შეგვიძლია და არსად გვეჩქარება. ვიცით, რომ პორტუ მხოლოდ დაცვაზე არ იფიქრებს.

„პორტუში სამწუხაროდ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ეს შეცდომები განვიხილეთ და საჭირო დასკვნები გამოვიტანეთ. ამ იუვენტუსში თამაშობენ კაცები, რომლებიც ყველა მომენტის გამო პასუხისმგებლობას იღებენ. ჩვენ გვსურს, რომ იუვენტუსი იქ ავიყვანოთ, სადაც მისი ადგილია.

„ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ხვალ შეცდომა დავუშვათ. მარტივი არ არის, როდესაც ყოველ 3 დღეში გიწევს თამაში, მაგრამ ეს თავის გასამართლებელი მიზეზი არ უნდა გახდეს.

„კრიშტიანუ ყოველთვის მზად არის, რომ ყველა მატჩში მონაწილეობა მიიღოს. რონალდუ მონდომებულია და ხვალინდელ შეხვედრაში მაქსიმალური ენერგიით იქნება.

„დემირალი ? მერიჰს ტრავმის გამო რთული პერიოდი ჰქონდა, თუმცა მან დაამტკიცა, რომ გუნდისთვის უმნიშნელოვანესი ფეხბურთელია. ის გუნდს ენთუზიაზმს მატებს.

„ლაციოსთან გამარჯვება თავდაჯერებულობას გვმატებს, მაგრამ თთოეულ მატჩში ჩვენ რაღაც ახალის სწავლა შეგვიძლია, იუვენტუსმა განვითარება უნდა განაგრძოს.

„კიეზა ? მე ვიცოდი, რომ მას უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. ფედე ზეწოლას არ გრძნობს და თავისუფლად თამაშობს. მან ძალიან მალე გაითავისა, თუ რას ნიშნავს ატარო იუვენტუსის მაისური.“