Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბონუჩი სერია ა-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი იტალიელია

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ვიცე-კაპიტანი სერია ა-ში იტალიელებს შორის ყველაზე მეტს გამოიმუშავებს.

ბონუჩი სეზონში 6.5 მილიონ ევროს იღებს, მეორე ადგილზე კი მილანის კარის დარაჯი, ჯიჯო დონარუმაა- 6 მილიონი ევროთი.

მესამე ადგილს იუვენტუსის ახალი შენაძენი, ფედერიკო კიეზა იკავებს , მისი ანაზღაურება სეზონში 5 მილიონი ევროა.

შემდეგ მოდის ლორენცო ინსინიე, 4.6 მილიონი, ჩირო იმობილე და ფედერიკო ბერნარდესკი – 4 მილიონი.