Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ სწორედ ასეთი აძურის ხილვა გვსურს“

ლეონარდო ბონუჩიმ თურქეთის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ეს იტალიის ნაკრებისთვის ზედიზედ მე-9 გამარჯვება გახლდათ, საერთო ჯამში აძურიმ 28 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში არც ერთი არ მიუღია.

„როდესაც შენ ახალ თავგადასავალს იწყებ, გარკვეული დაძაბულობა, ბრძოლის სურვილი და მოტივაცია გჭირდება. ჩვენ დღეს ძალიან რთული გზა დავიწყეთ და მოედანზე სწორედ ასეთი გუნდის ხილვა გვსურდა.

„ეს მხოლოდ დასაწყისია იმ გრძელი თავგადასავლისა, რომელიც ჩვენ წინ გველოდება, ამიტომ ერთი გამარჯვებით ზედმეტად სიხარული არ შეიძლება. გრაფიკი ძალიან დატვირთული გვაქვს და ჩვენ მომდევნო მატჩზე ფიქრი უკვე უნდა დავიწყოთ.

„სტადიონზე ქომაგებთან ერთად თამაში სულ სხვა რამ არის. ისინი გუნდებს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ და დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე წარმოუდგენელია.“