Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ ფინალში სპინაცოლას გამო უდნა გავიდეთ“

ლეო ბონუჩიმ ესპანეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და ჩირო იმობილე დაიცვა, რომელმაც ბელგიასთან საშინელი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ყველაზე დიდი კრიტიკა სიმულაციის გამო შეხვდა.

„ჩირო ძალიან სწორი და კარგი ადამიანია. გატანილი გოლის სიხარულმა ტკივილი დაჩრდილა. ასეთი რაღაცეები მოედანზე ხდება ხოლმე, თუმცა მას ამ მომენტზე ჩვენც გავეხუმრეთ.

„ესპანეთთან მატჩს რაც შეეხება, ამ შეხვედრაში ფავორიტი არ არსებობს. ჩვენ უნდა დავივიწყოთ, თუ რას მივაღწიეთ აქამდე. ლუის ენრიკეს კარგი იდეები აქვს, ესპანეთს რატომღაც აკრიტიკებენ, მაგრამ ისინი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან.

„ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ და ვიცით, თუ რამდენად ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. ვიცით, რომ დაცვის ხაზში შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

„2012 წლის ფინალი ? მაშინ ჩვენ გადაღლილები ვიყავით და საბოლოო შედეგის მთავარი მიზეზი სწორედ ეს გახდა.

„2016 წელს ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, ხვალ კი ორი თანაბარი ძალის გუნდი დაუპირისპირდება, რომლებსაც უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს.

„მათ ერთიანი, მენტალურად ძლიერი გუნდი ჰყავთ და წინ რთული თამაში გველოდება. გვინდა, რომ იტალიელებს სიამაყის საშუალება მივცეთ და ფინალში სპინაცოლას გამო გავიდეთ, ჩვენ მისი გვამრთებს.”