Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ ყოველთვის მინდოდა, რომ გუარდიოლასთან ერთად მემუშავა…“

კრიშტიანუ რონალდუზე საუბრის შემდეგ (იხილეთ აქ), ლეონარდო ბონუჩიმ 2016 წელი გაიხსენა, როდესაც ის სიტიში ტრანსფერთან ახლოს იყო.

„პეპ გუარდიოლას გუნდში თამაში ყოველთვის ჩემი სურვილი იყო და 2016 წელს მე მანჩესტერ სიტიში ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი მაშორებდა. მაშინ გუნდები ბოლო დეტალებს აგვარებდნენ, თუმცა იუვენტუსმა ბოლო წამს ჩემი გაყიდვა გადაიფიქრა.

„გასულ წელს გუარდიოლასთან საუბარი კიდევ ერთხელ მქონდა, მას ჩემი ხილვა თავის გუნდში კვლავ სურდა, მაგრამ მე მას ვუთხარი, რომ მილანში გადასვლის შემდეგ მე იუვენტუსის ქომაგების გულის მოგება კვლავ მსურდა, რომ იუვე ჩემი სახლი არის და მე აქ უბედნიერესი ვარ. იმედი მაქვს, რომ მე ბიანკონერის სიმბოლო კიდევ გავხდები.“