Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ შეხვედრამ იტალიის დომინაციით ჩაიარა“

ლეო ბონუჩიმ ბელგიის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აძური შეხვედრაში დომინირებდა და მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავიდა.

„ჩვენ ბელგიის ხარისხის შესახებ კარგად ვიცოდით, განსაკუთრებით მათ შეტევას ვუფრთხოდით, მაგრამ ჩვენ 2-ბურთიანი უპირატესობა მოვიპოვეთ და საერთო ჯამში შეხვედრაში დომინანტები ვიყავით.

„ბელგია თამაშში ძალიან საეჭვო პენალტის დამსახურებით დაბრუნდა, მაგრამ ჩვენ საბოლოო ჯამში მათი შეჩერება მოვახერხეთ და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დავანახეთ, თუ რამდენს ნიშნავს იტალიის და იტალიელების გული.

„ესპანეთთან მატჩი ? ჩვენ ოცნება უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ რეალობასთან კავშირი არ უნდა დავკარგოთ. ესპანეთს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ჩვენ ეს ტურნირი ერთი მიზნის მისაღწევად დავიწყეთ, რომელსაც თითეულ იჩვენგანი გულით ვატარებთ და მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„წინ ორი მატჩი გველოდება, მათ შორის ყველაზე რთული კი ესპანეთთან იქნება, რომელიც ბელგიის მსგავს ფეხბურთს თამაშობს. ისინი არასოდეს ნებდებიან და წინ კიდევ ერთი ურთულესი შეხვედრა გველოდება.“

სპინაცოლამ მოედანი ექიმების დახმარებით, აცრემლებულმა დატოვა და დიდი ალბათობით მისთვის ტურნირი დასრულდა.

„ლეონარდოს შესანიშნავი ევროპა ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ მისი შემცვლელიც გუნდს კარგად დაეხმარება.“