Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ ჩელსის დონის გუნდთან ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება“

იუვენტუსის უკანახაზელმა ლეონარდო ბონუჩიმ ჩელსისთან მარცის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან მარტივ ეპიზოდებში ისეთი შეცდომები დავუშვით, რომლებსაც ასეთ დონეზე თამაშის დროს არავინ გაპატიებს. ასეთი მარცხის გადატანა რთულია, მაგრამ ჩვენ ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და ატალანტასთან შეხვედრაზე ვიფიქროთ.

„რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ამ მატჩისგან ? ასეთი რანგის თამაშებში საბოლოო შედეგს დეტალები წყვეტს. შენ ყურადღების მოდუნების საშუალება არც ერთი წამი არ გაქვს და ეს სამწუხაროდ დღეს ჩვენ თავზე გამოვცადეთ.

„ახლა წინ კიდევ ერთი რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, რომელშიც რეაბილიტაციის საშუალება გვექნება, ამიტომ ეს შეხვედრა უნდა დავივიწყოთ და ხვალიდან მუშაობას უფრო დიდი მონდომებით შევუდგეთ.“