Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩი:“ ჩვენ გვეგონა, რომ რონალდუ გასმარჯვებლად საკმარისი იყო…“

ლეო ბონუჩიმ ჩელსისთან მატჩის წინ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ იყო პორტუგალიელი ფეხბურთელის ტურინული კარიერა ბოლომდე წარმატებული.

რონალდუმ იუვენტუსის რიგებში 3 სეზონი გაატარა, 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა და პროცესში 2 სკუდეტოსთან ერთად კოპა იტალია მოიგო, თუმცა რა თქმა უნდა ტურინელებს იმედი ჰქონდათ, რომ მასთან ერთად წარმატებას ჩემპიონთა ლიგაზეც მიაღწევდნენ.

„კრიშტიანუ რონალდუს გუნდში ყოფნას ჩვენზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. ჩვენთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობდა და ფეხბურთელებმა დავიწყეთ ფიქრი, რომ გასამარჯვებლად მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ საკმარისი იყო.

„ჩვენ ნელ-ნელა ყოველდღიურ სამუშაოს მოვუკელით, გუნდისთვის თავგანწირვის სურვილი იმ დონეზე აღარ გვქონდა და ვფიქრობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამის დანახვა ყველას შეეძლო.

„გასული სეზონის ბოლოს ჩვენ კოპა იტალია მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, რადგან სეზონის მიწურულს ჩვენ კვლავ გუნდი გავხდით, კვლავ დაგვიბრუნდა მოტივაცია და ის ცეცხლი, რომელიც წესით თითოეულ მატჩში უნდა გვეტყობოდეს.

„ჩვენ ეს გრძნობა ძალიან გვაკლდა, ჩვენ გვეგონა, რომ კრიშტიანუ თამაშებს ჩვენს მაგივრად მოიგებდა, მაგრამ ერთი ფეხბურთელი, საუკეთესოც კი, მარტო თამაშებს ვერ მოიგებს.

„კრიშტიანუს სჭირდებოდა გუნდი ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდებოდა რონალდუ.“