Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბორდალასი:“ინტერი ფავორიტია“

ხეტაფეს მთავარმა მწვრთნელმა ინტერთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა,რომ ნერაძური ამ მატჩის ფავორიტია.

„ინტერს ჰყავს არაჩვეულებრივი მთავარი მწვრთნელი,ანტონიო კონტე.რა თქმა უნდა,გუნდში არსებული სიტუაციის შესახებ მეც გავიგე,თუმცა ამის შესახებ საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის.თუ მან რაღაც თქვა,ამის მიზეზი აუცილებლად ექნებოდა.

„ეჭვიც არ მეპარება,რომ ეს სიტუაცია ინტერის თამაშზე საერთოდ არ აისახება და დარწმუნებული ვარ,რომ ისინი დღეს ჩვეულ მაღალ კლასს აჩვენებენ.

„სერია ა გამორჩეული ჩემპიონატია და ერთ დღეს იქ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი.ეს ნებისმიერი მწვრთნელისთვის შესანიშნავი პრაქტიკაა.

„შემადგენლობას რაც შეეხება,ჩვენ ამ მხრივ პრობლემები გვაქვს,რადგან 30 ივნისს 4 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ,რადგან მათ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურათ.

„ამ მიზეზის გამო ჩვენ ლა ლიგის თამაშებშიც გაგვიჭირდა,ინტერს ძალიან ღრმა შემადგენლობა ჰყავს და წინ ურთულესი შეხვედრა გველის.

„ჩვენ ლა ლიგაში ბიუჯეტის კუთხით მე-15 ადგილზე ვართ.ინტერის ერთი ფეხბურთელი ღირს იმდენი,რამდენიც ჩვენი სრული შემადგენლობა.

„მათ ნებისმიერ პოზიციაზე რამდენიმე სრულყოფილი მოთამაშე ჰყავთ და იდეალური მატჩი რომც ჩავატაროთ,მოგება გარანტირებული მაინც არ გვექნება.

„ჩვენ გვერჩივნა,რომ დაპირისპირება 2-მატჩიანი ყოფილიყო,თუმცა ყველა გუნდი ერთ სიტუაციაში ვართ და ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება სწორი არ იქნება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.