Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბორდოს პრეზიდენტმა დაადასტურა, ადლი მილანს უახლოვდება

ბორდოს პრეზიდენტმა ჟერარდ ლოპესმა დაადასტურა, რომ მილანი იასინ ადლის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის.

21 წლის ნახევარმცველს მილანს ბოლო დღეებში აქტიურად უკავშირებენ და სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, როსონერი მის სანაცვლოდ 10-12 მილიონ ევროს გადაიხდის.

„მილანის მხრიდან ინტერესი მართლაც არსებობს. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და შეიძლება ითქვას, რომ ისინი საკმაოდ კარგ პოზიციაში იმყოფებიან. ყველაფერი მომდევნო დღეებში გადაწყდება.“