Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბორდოს უარი მილანს, ადლი სეზონის ბოლომდე საფრანგეთში დარჩება

აფრიკის თასის გამო, რომლის დროსაც მილანი ფრანკ კესის და ისმაელ ბენასერს დაკარგავს, როსონერი იანვარში ნახევარდაცვის გაძლიერებას შეეცდება და როსონერის იმედი ჰქონდა, რომ ბორდოდან იასინ ადლის დაბრუნებას მოახერხებდა.

მილანმა ადლი მიმდინარე სეზონის სტარტზე ბორდოდან გაიფორმა, მაგრამ საფრანგეთში არენდით, სეზონის ბოლომდე დატოვა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერიმ ფრანგებს არენდის დროზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. 21 წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბორდოს მისი გაშვება შუა სეზონში არ სურს…