Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბორდოს უარი მილანს…

მილანი ბორდოს ნახევარმცველის ჟან ონანას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, მაგრამ ფრანგებთან საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ.

MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერი ბორდოს ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას სთავაზობდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, საერთო ჯამში კი იტალიელებს 9 მილიონის გადახდა მოუწევდათ, რაზეც მათ უარი მიიღეს.

გამოცემის ინფორმაციით, ბორდოს ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულის მიღება დაუყოვნებლივ სურთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის გაყიდვაზე უარს იტყვიან, ამიტომ იტალიურ გრანდს არჩევანის გაკეთება მოუწევს, დათანხმდეს მათ პირობას, ან რაფაელ ონიედიკას ტრანსფერზე მუშაობა განაახლოს…