Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბორხა ვალერო:“ ინტერში შესანიშნავი პერიოდი გავატარე“

ბორხა ვალეროს, რომელიც ინტერში 2017 წლიდან თამაშობდა, გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და ფიორენტინაში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.

ესპანელი ვეტერანი ფიორენტინამ გუშინ წარადგინა, სადაც მან ინტერს მადლობა გადაუხადა.

„ინტერს დიდ მადლობას ვუხდი, რომ მათ რიგებში თამაშის საშუალება მომცეს. ნერაძურისთან ერთად შესანიშნავი წლები გავატარე.

„გასულ სეზონში ტიტულების მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით და საწყენია, რომ ეს ვერ მოვახერხეთ. კარიერაში ბევრი კარგი მომენტი მქონია, თუმცა ტიტული ჯერ არ მომიგია და ჩემი ინტერში კარიერა ტიტულით რომ დამესრულებინა, კარგი იქნებოდა.

35 წლის ფეხბურთელმა ინტერის შემადგენლობაში 100 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლის გატანაც მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.