Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბორხა მოირალი რომაში გადასვლაზე თანახმაა

რომა შეტევის ხაზის გაძლიერებას ცდილობს და გავრცელებული ინფორმაციით მადრიდის რეალის შემტევმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

ახლა ჯერი გუნდებზეა და მათ ტრანსფერის ისეთი ფორმულის მონახვა მოუწევთ, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომას ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რეალს კი თანხის მიღება დაუყოვნებლივ სურს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ სამეფო კლუბი ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დასთანხმდეს, თუმცა არა გამოსყიდვის უფლებით, არამედ ვალდებულებით.