Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბორხა მოირალს რომში ხვალ ელიან

ერთდროულად რამდენიმე იტალიური და ესპანური წყარო ადასტურებს, რომ ბორხა მოირალი მადრიდის რეალს ტოვებს და კარიერას რომაში გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი დღეს რომას სათაო ოფისში იმყოფებოდა, სადაც გუნდის გენერალურ დირექტორს, გუიდო ფიენგას შეხვდა და კონტრაქტის საბოლოო დეტალები შეათანხმა.

რომა ფეხბურთელს იჯარის წესით აიყვანს და შემდგომში მისი გამოსყიდვის საშუალება ექნება.