Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოტმანის აგენტმა მილანის ინტერესი დაადასტურა

ლილის უკანახაზელის სვენ ბოტმანის აგენტმა ფრანჩესკო მაინერომ მისი კლიენტის მიმართ მილანის ინტერესი დაადასტურა.

„ბოტმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და არ ვიცი, შეუძლიათ თუ არა იტალიურ გუნდებს მისი საფასურის გადახდა, რადგან სვენის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 30-35 მილიონი ევროა.

„მილანი ? როსონერი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და დიახ, ისინი ბოტმანის ტრანსფერით მართლაც ინტერესდებიან, მაგრამ ასეთი დონის ფეხბურთელის გაფორმება იანვარში ძალიან რთული იქნება.“