Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოტმანმა ნიუკასლში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა, როსონერი ალეტრნატიულ ვარიანტებზე მუშაობას შეუდგა…

არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, სვენ ბოტმანმა ნიუკასლში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა და ის უახლოეს პერიოდში პრემიერ ლიგაში გადაბარგდება.

ბოტმანი მილანის რადარზე ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდიდან იმყოფება და როსონერიმ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები დიდი ხნის წინ შეათანხმა, თუმცა გუნდებს შორის საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდებოდა, რითიც ნიუკასლმა ისარგებლა და ფრანგებს მილანზე გაცილებით კარგი წინადადებით მიმართა.

უკეთესი ფინანსური პირობების მიუხედავად, ბოტმანის პრიორიტეტი მაინც მილანში ტრანსფერი იყო, მაგრამ შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, იტალიურმა გრანდმა ლილს გაუმჯობესებული წინადადებით ვერ მიმართა და დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ბოტმანმა ნიუკასლის წინადადება მიიღო.

მილანმა მის ალტერნატივებზე მუშაობა უკვე დაიწყო და როსონერის ხელმძღვანელობა გუშინ რომას უკანახაზელის როჯერ იბანიესის აგენტს შეხვდა, ამის გარდა მათ სახელს ბოლონიას უკანახაზელის არტურ ტეატეს სახელსაც უკავშირებენ.