Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოტმანმა საბოლოო არჩევანი მილანზე გააკეთა

იტალიური წყაროების ცნობით, ლილის უკანახაზელმა სვენ ბოტმანმა ნიუკასლს საბოლოო უარი განუცხადა და მან არჩევანი მილანზე შეაჩერა.

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ ბოტმანის აგენტები მილანის სათაო ოფისში იმყოფებოდნენ და როგორც ჩანს, მხარეებს შორის პირადი კონტრაქტის დეტალებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს.

რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, მილანმა ბოტმანის წარმომადგენლებთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის როსონერის რიგებში წლიურად 2.5 მილიონს მიიღებს, ფრანგებს კი იტალიური გრანდის წარმომადგენლები 25 მილიონ ევროს შესთავაზებენ.