Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოცომ ვლაჰოვიჩის იუვეში ტრანსფერის შანსები შეაფასა

გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფიორენტინას ახალგაზრდა ტალანტის ნიკოლა ვლაჰოვიჩის სახელი არაერთ გრანდს, მათ შორის ტურინის იუვენტუსს დაუკავშირეს.

ამ თემაზე ცნობილმა იტალიელმა აგენტმა ბეპე ბოცომ ისაუბრა.

„ვლაჰოვიჩ იუვენტუსში ? პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ იუვე ვლაჰოვიჩის გაფორმებას მოახერხებს. პანდემიის გამო იტალიური გუნდები ძალიან დიდ კრიზისში არიან, ფიორენტინა კი ფეხბურთელს 70-80 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის, ამიტომ თუ ის ფლორენციას დატოვებს, დიდი ალბათობით კარიერას იტალიის გარეთ გააგრძელებს.