Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბრაიდა მილანში ბრუნდება?

ბოლო დღეებში არიედო ბრაიდას მილანში შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ და დღეს ეს სიახლე ერთბაშად რამდენიმე წყარომ დაადასტურა.

ბრაიდა მილანში 1986-2013 წლებში მუშაობდა და გენერალური დირექტორის და სპორტული დირექტორის როლებს ითავსებდა. მან სილვიო ბერლუსკონის ერაში გუნდთან ერთად ყველაფერი მოიგო.

მისი დამსახურებით მილანში არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი მივიდა, შემდეგ კი ბარსელონას სპორტული დირექტორი გახდა, სადაც 4 წელი გაატარა და გასულ ზაფხულს ბრაიდა გაათავისუფლეს.

ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუ რა როლს სთავაზობს მილანი ბრაიდას, თუმცა Tuttosport-ის მტკიცებით ის  ზვონიმირ ბობანის შემცვლელი იქნება და მის მოვალეობებს შეითავსებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.