Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბრაიდა:“ სუარესს იუვენტუსის DNA აქვს“

ბარსელონას ყოფილი დირექტორის, არიედო ბრაიდას აზრით, ლუის სუარესი იუვენტუსს იდეალურად მოერგება.

„სუარესის ბარსელონადან წასვლის შესახებ ინფორმაციამ არ გამაკვირვა, რადგან ფეხბურთში ცვლილებები აუცილებელია. იგივე მოხდა რონალდუს სიტუაციაშიც, მან მადრიდის რეალში თავისი თავი ამოწურა და იუვეში გადავიდა.

„სუარესი ნამდვილი მეომარია, მისი თამაშის სტილი და მანერა იუვენტუსის ხასიათში და DNA-ში ჯდება. თუ ის მოტივირებული იქნება, ასაკის მიუხედავად იუვენტუსი ძალიან სერიოზულ შევსებას მიიღებს.

„ექნება თუ სუარესს პრობლემები რონალდუსთან თამაშის გამო? არ მგონია. ორივე მათგანი ბუნებით გამარჯვებულია და ჩემი აზრით, ერთმანეთს იდეალურად გაუგებენ.“

სუარესმა ბარსელონას მაისურით 283 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 198 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.