Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბრამბატი:“ რაიოლას სურს, რომ დონარუმამ მილანთან კონტრაქტი არ გააფორმოს…“

ზაფხული დღითი დღე ახლოვდება და შანსი იმისა, რომ მილანი ჯიჯო დონარუმას უფასოდ დაკარგავს, უფრო და უფრო იზრდება.

მხარეები მოლაპარაკებებს უკვე საკმაოდ დიდი ხახნია აწარმოებენ, თუმა შეთანხმებამდე საკმაოდ დიდი მანძილი აშორებთ.

როსონერის ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს და მზად არის, ანაზღაურების სახით სეზონში 7.5 მილიონი ევრო გადაუხადოს, მინო რაიოლას კი ხელშეკრულების გაფორმება 2 სეზონზე დიდხანს არ სურს და პარალელურად ხელფასის სახით 10 მილიონ ევორს ითხოვს…

ყოფილმა ფეხბურთელმა და უკვე ცნობილმა საფეხბურთ აგენტმა მასიმო ბრამბატიმ ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა:

„ჯიჯოს სიყვარული მილანის მიმართ ყველამ იცის, მას მილანში დარჩენა სურს და კონტრაქტს ახლავე მოაწერდა ხელს.

„პრობლემა მისი ყველასთვის კარგად ნაცნობი აგენტი მინო რაიოლაა, მას არ სურს, რომ დონარუმა მილანში დარჩეს და ახლა აგენტსა და ფეხბურთელს შორის ერთგვარი ბრძოლა მიმდინარეობს.“