Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბრანკა:“ ინტერის ქომაგები ფეხბურთელების გაყიდვისთვის მზად უნდა იყვნენ“

ინტერის ყოფილი დირექტორის მარკო ბრანკას თქმით, ინტერის ქომაგების უკმაყოფილება ლუკაკუს გაყიდვის გამო გასაგებია, თუმცა გუნდს ამ ეტაპზე სხვა გზა არ აქვს.

„ვფიქრობ, რომ ქომაგები ინტერში მიმდინარე პროცესებს უფრო მეტი გაგებით უნდა მოეკიდნონ და მომავალში შესაძლო გაყიდვებისთვის მოემზადონ. ასეთ სიტუაციაში ბევრი გამოსავალი არ არის და ვფიქრობ, რომ გუნდის ფინანსური სტაბილურობა ნებისმიერ ფეხბურთელზე უფრო მნიშვნელოვანია.

„ახლა ინტერის ქომაგებს აქვთ საშუალება იმისა, რომ გუნდში არსებული სიტუაციის მიუხედავად ნერაძურის გვერდში დაუდგნენ და როგორც ყოველთვის, მათი გუნდისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ დაამტკიცონ.

„მესი ? ის მხოლოდ 16-17 წლის იყო, როდესაც ჩვენ ინტერში მისი მოყვანა ვცადეთ, თუმცა ლეოს თავიდანვე ბარსელონაში თამაში სურდა და ჩვენ ვერაფრის გაკეთება მოვახერხეთ.“