Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბრაჰიმი:“ ზლატანი ყველას აჩვენებს, რომ ასაკი ფეხბურთში არაფერს ნიშნავს“

ბრაჰიმ დიასმა ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდში ყოფნა თითოეულ ფეხბურთელს მოტივაციას მატებს.

„ზლატანი მამაჩემის ხელაა, თუმცა ის ახერხებს და მოედანზე სხვაობას ქმნის. ის ყველას აჩვენებს, რომ ფეხბურთში ასაკი არაფერს ნიშნავს.

„ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და იბრა ყოველთვის ძალიან გამოსადეგ და საჭირო რჩევებს მაძლევს. ის ნამდვილი ჩემპიონია და მისი გუნდში ყოფნა მოტივაციას გვმატებს.

„მხოლოდ შენი საქმის კეთება საკმარისი არ არის, მასთან ერთად შენ მოედანზე უფრო მეტი უნდა იშრომო. იბრა ჩვენგან ყოველთვის ბევრს მოითხოვს და ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარებაში ეხმარება.“

ბრაჰიმმა მილანის მაისური 8-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„მილანში სათამაშო დრო მეძლევა. რეალში თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა ახლა მე მაქვს სასუალება, რომ ჩემი შესაძლებლობები უშუალოდ მატჩში გამოვავლინო. მე ფეხბურთი მიყვარს და სათამაშო პრაქტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ახლა მე მილანზე ვარ ფოკუსირებული და ვცდილობ, რომ თითოეულ შეხვედრაში გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. მე ვცხოვრობ ლამაზ ქალაქში, მეგობრული და კარგი ადამიანების გარემოცვაში. საბედნიეროდ ადაპტაციის პერიოდი ძალიან მალე გავიარე და იტალიაში ბედნიერი ვარ.

„ჩვენ სერია ა-ს ვლიდერობთ, გუნდი ძლიერი და ბრძოლისუნარიანია და გვსურს, რომ ამ ენერგიით და დინამიკით გავაგრძელოთ თამაში.“