Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბრაჰიმ დიასის ინტერვიუ Sky-სთან

როგორი გრძნობაა ნაკრებში თამაში ?

„ძალიან ამაყი ვარ, რომ ესპანეთის მაისურით თამაში და მისი ღირსების დაცვა მომიწევს. ესპანეთს უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს და გამიმართლა, რომ ნაკრებში მოვხვდი.“

როგორ მიდის იტალიაში ადაპტაციის პერიოდი ?

„ძალიან კარგად, მათ ძალიან კარგად მიმიღეს. მილანში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, კარგი სტარტი გვაქ და იმედია ასე გავაგრძელებთ.“

ელოდით თუ არა, რომ იტალიურ ფეხბურთს ასე მალე მიეჩვეოდით ?

„როგორც წესი, ადაპტაციის პერიოდი საკმაოდ ნელა მიდის, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს ძალიან მოკლე დროში მოხდა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მე ამბიციურ და უმაღლესი დონის გუნდში ვთამაშობ და ერთად წარმატების მიღწევა გვინდა.“

განსხვავება იტალიას, ესპანეთს და ინგლისს შორის ?

„თითოეული მათგანი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. იტალიაში ტაქტიკას მეტი ყურადღება ექცევა და უფრო ფიზიკური თამაში არის. ფეხბურთელისთვის ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაში ძალიან კარგი გამოცდილებაა.“

როგორია იბრაჰიმოვიჩი ?

„მოედანზე მისი შესაძლებლობები ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ის გასახდელშიც ლიდერია. ადამიანი, რომელიც ყველას დახმარებას ცდილობს.“

ევროპის ნახევარს შენი გაფორმება სურდა, რატომ მილანი ?

ჩემი დამატება მართლაც არაერთ გრანდს სურდა. ზუსტად ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა მილანი ისტორიული გუნდია, რომელსაც ამბიციური პროექტი აქვს და პანდემიის შემდეგ თითქმის ყველა მატჩს იგებს. მათ ჩემი გაფორმება ძალიან სურდათ და ამან გადაწყვეტილების მიღება გამიადვილა.“

არის თუ არა მილანის ევროპულ გრანდებს შორის დაბრუნება პერსონალური გამოწვევა ?

„მილანი უდიდესი გუნდია, ძალიან დიდი ისტორიით. ჩვენი მიზანია, რომ როსონერი იმ სიმაღლეებზე ავიყვანოთ, სადაც მისი ადგილია.“

რატომ გადაწყვიტე რეალის დატოვება ?

„მე სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა. მინდოდა, რომ მოედანზე ჩემი შესაძლებლობები გამომეჩინა და მილანში ამის შესაძლებლობა მექნება.“

როგორი ურთიერთობა გაქვს ზიდანთან ?

„ჩვენს შორის საუბარი მხოლოდ ჩვენი საქემა, თუმცა მე მას დიდ პატივს ვცემ. ზიდანი უდიდესი ფეხბურთელი და შესანიშნავი მწვრთნელია.“

იყო თუ არა პრობლემა მადრიდის რეალში ?

„ახლა მე მილანზე ვარ ფოკუსირებული და გუნდისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთება მინდა.“

ნანობ თუ არა მადრიდში გადასვლას ?

„რა თქმა უნდა არა, ეს ხომ რეალია…“


დარწმუნებული ხარ, რომ მადრიდის რეალში წარმატებას მიაღწევ ?

„როგორც უკვე გითხარით, ახლა მილანზე ვარ კონცენტრირებული, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.“