ბრეკალო:“ ფიორენტინა ყოველთვის ჩემი პრიორიტეტული არჩევანი იყო“
ფიორენტინას ახალწვეულმა იოსიპ ბრეკალომ ფლორენციაში გადაბარგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
იებმა ხორვატი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება სიმბოლური 500,000 ევროს სანაცვლოდ შეძლეს, რადგან მისი კონტრაქტი ვოლფსბურგთან სეზონის ბოლოს იწურებოდა, თუმცა მომავალში გაყიდვის შემთხვევაში გერმანელები გარკვეულ პროცენტს მიიღებენ.
„ვფიქრობ, რომ ფლორენცია იტალიაში ყველაზე ლამაზი ქალაქია, ფიორენტინაში გადმოსვლა კი ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ.
„მე ესპანეთიდან და იტალიიდან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ ფიორენტინა ყოველთვის ჩემი პრიორიტეტული არჩევანი იყო. აქ მე განვითარების და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის საშუალება მექნება.
„რატომ 77 ნომერი ? მე ყოველთვის 7 ნომრით ვთამაშობდი, აქ კი მსურს, რომ ორმაგად კარგი ვიყო.“