Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბრესტის დირექტორმა იანვარში მილანის სამიზნის გაყიდვა არ გამორიცხა

ბრესტის ნახევარმცველი რომან ფაივრე, რომელიც მილანში ტრანსფერთან ზაფხულში ძალიან ახლოს იყო, როსონერის სატრანსფერო სიაში დარჩა და როგორც ჩანს, იტალიურ გრანდს მისი გაფორმების შესაძლებლობა იანვარში ექნება

ბრესტის დირექტორმა გრეგორი ლორენციმ ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ რომანის შენარჩუნება სეზონის ბოლომდე გვსურს, მაგრამ თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე ისეთ წინადადებას გაგვიკეთებს, რომელიც ჩვენ დაგვაკმაყოფილებს, ფეხბურთელის გაშვებაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ.“