Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბრესტის უარი მილანს…

ფრანგული და იტალიური წყაროების ინფორმაციით, ბრეესტმა მილანის წინადადება რომან ფაივრეს ტრანსფერთან დაკავშირებით უარით გაისტუმრა.

RMC Sport-ის და SportItalia-ს ინფორმაციით, როსონერიმ ფრანგულ გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ბრესტი 15 მილიონს ითხოვს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

მექსიკური გამოცემა KeryNews-ის ინფორმაციით კი როსონერი ფრანგ ფეხბურთელს თავს დაანებებს და პორტუსთან ხესუს კორონასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაახლებს.

28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ პორტუგალიელები 15 მილიონს ითხოვენ, მაგრამ მისი კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მილანი იმედოვნებს, რომ მას 10 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმებს.