Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბრესტმა მილანთან ფაივრეს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაადასტურა

ფრანგული გუნდის ბრესტის სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა, რომ მილანთან რომან ფაივრეს თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და მისი თქმით, ფეხბურთელის ქცევით გუნდი იმედგაცრუებულია.

23 წლის ფეხბურთელმა ფრანგულ გუნდში თამაშზე უარი თქვა და ის მილანში ტრანსფერს ითხოვს. მილანი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბრესტს 10 მილიონს სთავაზობს, ფრანგები კი 15 მილიონს ითხოვენ.

„ჩვენ მილანთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ ფეხბურთელის ქცევამ ჩვენ იმედები გაგვიცრუა.

„გუშინ მან გვითხრა, რომ სტრასბურგში გუნდთან ერთად არ გაემგზახვრებოდა და ამის შესახებ მან ჩვენ გამგზავრებამდე 10 წუთით ადრე გაგვაგებინა.

„ჩვენ მის ქცევას შევაფასებთ და შესაბამისად მოვიქცევით. ფაივრე აუცილებლად დაისჯება, რადგან ფეხბურთელისგან ასეთი ქცევა მიუღებელია.

„ფეხბურთელი ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას არ იღებს, ამას კლუბი აკეთებს და სანამ მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს, მან გუნდს პატივი უნდა სცეს.“