Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბრეშამ ბალოტელი გაუშვა

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია,რომ ბრეშამ მარიო ბალოტელის კონტრაქტი ვარჯიშებზე არ გამოჩენის გამო გაუწყვიტა.

იტალიური მედიის მტკიცებით,ბრეშას პრეზიდენტმა იტალიელ ფეხბურთელს წერილი უკვე გაუგზავნა,კონტრაქტის ორმხრივად გაწყვეტის შესათანხმებლად.

აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის 2022 წლამდეა,თუმცა თუ ბრეშა სერია ბ-ში გავარდა,რასთანაც ძალიან ახლოს არის,ბალოტელის კონტრაქტი გუნდთან ავტომატურად უქმდება.

სუპერმარიო თავისი მშობლიური ქალაქის გუნდში გასულ ზაფხულს მივიდა და 19 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.