ბრეშამ ტონალის ფასი დააკლო

იტალიური მედიის მტკიცებით,ბრეშამ მზად არის სანდრო ტონალი 50 მილიონი ევროს მაგივრად 40 მილიონად გაუშვას.

იტალიელი ჟურნალისტისა და სატრანსფერო ექსპერტის,ალფრედო პედულას თქმით,ბრეშა და ინტერი შეთანხმებასთან ახლოს არიან და ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდება.მისი თქმით,ინტერმა ვერონას მცველის,მარაშ კუმბულას გაფორმებაზე მუშაობა დროებით შეაჩერა და მთელი რესურსი სანდროს ტრანსფერზე მიმართა.

სავარაუდოდ ინტერი ფეხბურთელში ერთჯერადი გადახდით 35 მილიონ ევროს,ხოლო შემდგომში ბონუსების სახით 5 მილიონს დაუმატებს.ასეა თუ ისე,ტონალის მომავალი გუნდი როგორც ჩანს ინტერი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.