Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბრეშას პრეზიდენტი:“ ტონალი ინტერსა და ბარსაში ტრანსფერთან ახლოს იყო, თუმცა მას მილანში უნდოდა…“

მილანში გატარებული არც თუ ისე წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ, სანდრო ტონალი ამ წელს თავისი პოტენციალის გამოვლენას შესანიშნავად ახერხებს და ის ნელ-ნელა გუნდიდს წამყვანი ფეხბურთელი ხდება, თუმცა 2020 წელს მისი კარიერა შესაძლოა სულ სხვა გზით განვითარებულიყო.

ტონალის ყოფილი გუნდის მასიმო სელინოს პრეზიდენტმა ტონალის მილანში ტრანსფერზე ისაუბრა.

„ტონალის გაფორმება მთელი ევროპის მასშტაბით არაერთ გრანდს სურდა. ის ბარსელონაში ტრანსფერთან ახლოს 3-ჯერ იყო, შემდეგ კი ინტერი გამოჩნდა და ორივე მათგანი იმაზე ხელსაყრელ პირობებს გვთავაზობდა, ვიდრე მილანი.

„ამ ყველაფერის მიუხედავად, მე გადავწყვიტე, რომ ტონალი საოცნებო გუნდში გაგვეშვა. ჩვენ მილანთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ტონალის ოცნება კი მილანში თამაში იყო, ამიტომ დათმობაზე წასვლა გადავწყვიტე და ამის გამო ბედნიერი ვარ.“