Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბრეშა ტონალის ფასის შესამცირებლად ახალგაზრდა ფეხბურთელს ითხოვს

მილანი ბრეშასთან სანდრო ტონალის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და იმედი აქვს, რომ იტალიელი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას შეამცირებს.

როსონერის ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოსასყიდად 2 კვირა აქვს დარჩენილი და მალდინის სურს, რომ კონტრაქტში მითითებული 15 მილიონი ევრო შეამციროს. მილანმა ტონალის 1-წლიან იჯარაში 10 მილიონი უკვე გადაიხადა და მისი 15 მილიონად გამოსყიდვის შემთხვევაში, როსონერის სხვადასხვა მარტივი ბონუსების შემდეგ კიდევ 10 მილიონის დამატება მოუწევს, საერთო ჯამში კი 35 მილიონი ევრო გამოვა.

MilanLive-ს ინფორმაციით, ბრეშა მზად არის სანდროს გამოსასყიდი თანხა შეამციროს, თუმცა ამის სანაცვლოდ ტრანსფერში ახალგაზრდა ნახევარმცველის მარკო ბრეშანინის ჩართვას ითხოვს, რომელმაც იჯარის წესით ვირტუს ენტელაში ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.