Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზოვიჩის აგენტი ინტერის ზარებს არ პასუხობს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა მარსელო ბროზოვიჩის აგენტთან დაკავშირებას და ფეხბურთელის კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაგრძელებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

FCInterNews-ის ცნობით, ბროზოვიჩის აგენტმა ინტერთან შეხვედრა უკვე რამდენჯერმე გადადო, ახლა კი გუნდის დირექტორების ზარებს საერთოდ არ პასუხობს.

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი 28 წლის ხორვატის მიმართ გაზრდილი ინტერესი გახდა და მის აგენტს ჯერ სურს სხვა დაინტერესებული მხარეების წინადადება მოისმინოს, ინტერთან მოლაპარაკებებს კი მხოლოდ ამის შემდეგ განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ ბროზოვიჩს ინტერთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ნერაძური მას ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 6.5 მილიონს სთავაზობს, რითიც ის კმაყოფილი არ არის.