Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზოვიჩის აგენტი ინტერის წარმომადგენლებს შეხვდა…

იტალიური მედიის ინფორამციით, მარსელო ბროზოვიჩის აგენტი დღეს ინტერის სათაო ოფისში იმყოფებოდა და მხარეებს შორის კონტრაქტზე მოლაპარაკებები გაიმართა.

ხორვატი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ მას ახალი წლის შემდეგ ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკებების დაწყება და პრე-კონტრაქტის გაფორმება შეუძლია, ამიტომ ნერაძურიმ მასთან საერთო ენის გამონახვა და ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდა იჩქაროს.

Gazzetta dello Sport-ს ცნობით, მხარეებს შორის ჯერ კონტრაქტის დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, მათ უბრალოდ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი დააფიქსირეს, რაც მოლაპარაკებების პოზიტიურად დასრულების იმედს იძლევა.