Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბროზოვიჩის აგენტი მილანში ჩაფრინდა

ინტერის ნახევარმცველის მარსელო ბროზოვიჩის აგენტი და მამა ცოტა ხნის წინ მილანში ჩაფრინდა და ნერაძურისთან ხორვატი ფეხბურთელის კონტრაქტზე მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.

ბროზოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ბენეამატას მისი შენარჩუნება სურს. რამდენიმე წყაროს ცნობით, ბეპე მაროტა ფეხბურთელს კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას და ხელფასის 3.5 მილიონიდან 4 მილიონამდე გაზრდას ჰპირდება.

Calciomercato-ს ცნობით კი მარსელო ინტერში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ხელფასის გაზრდას 5 მილიონამდე ითხოვს და სავარაუდოდ მხარეები ბონუსების სისტემის გამოყენებით შეთანხმებას უახლოეს კვირეებში მიაღწევენ.